Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი-ალტერნატიული სივრცე ახალგაზრდების დასაქმებისა და განვითარებისთვის

თარიღი : 5-07-2014, 17:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge

“ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ნოვაცია მდგომარეობს იმაში, რომ ერთ სივრცეში გააერთიანოს ის სფეროები, რომელსაც სასკოლო განათლების კუთხით არ ექცევა ყურადღება, თუმცა განათლებისა და ადამიანის განვითარებისათვის აუცილებელია,“ - ამგვარად ხსნის ახალგაზრდული ცენტრის მისიასა და უპირატესობას დაწესებულების დირექტორი ნატალი პატარიძე.


ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდებისა და არა მარტო მათთვის კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების მეტი შანსისა და თუ უბრალოდ ახალი პროფესიის დაუფლების მიზნით შესაბამისი ცენტრის ამოქმედების იდეა პრაქტიკაში უკვე განხორციელდა. იდეის ავტორები ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე და მენეჯერი თემურ ცამციშვილი არიან.

ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით, 16 სახელოვნებო წრე ფუნქციონირებს. ფოტოსკოლა, სადაც პედაგოგი იური მეჩითოვი იქნება. სამხატვრო სკოლა, ქანდაკების სახელოსნო, ხალხური სიმღერები, ქართული ცეკვა, საკრავები, ბრეიქდანსი, ლათინოამერიკული ცეკვები, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სკოლა, სამკერვალო სკოლა, მაკიაჟის სკოლა, რომლის მენტორი ანუკა მურვანიძე იქნება, თეატრალურ სტუდიას მენტორობას ნატა მურვანიძე გაუწევს. ახალგაზრდულ ცენტრში იმუშავებს საბალეტო სტუდია და საესტრადო სტუდია, რომელსაც სოფო ტოროშელიძე უხელმძღვანელებს. ახალგაზრდული ცენტრში ასევე იფუნქციონირებს მხატვრული კითხვისა და ქართული საბრძოლო ხელოვნების სკოლები.

„ამ ეტაპზე პირველი ჯგუფები უკვე დაკომპლექტებულია. თუმცა მიღება შეზღუდული არ არის და მეორე ჯგუფების შევსებაც მიმდინარეობს. მენტორები არ იქნებიან სახელები, რომლებიც ორ ან სამ თვეში ერთხელ დაენახვებიან მოსწავლეებს. ისინი აქტიურად იქნებიან ჩართული სასწავლო პროცესში. ახალგაზრდული ცენტრი ის არის, რაც ახალგაზრდების სურვილებს ზუსტად პასუხობს. ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ შემოქმედებითი აქტივობა და მათი ცხოვრების სწორად ორგანიზება. ახალგაზრდულ ცენტრში სექტემბრიდან მუშაობას განაახლებს კინოთეატრიც. კინოთეატრის სატესტო რეჟიმში მუშაობამ გვაჩვენა, რომ ის ქუთაისში მოთხოვნადია,“ - ამბობს ნატალი პატარიძე.

რას მისცემს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი ახალგაზრდებს? ამ კითხვას ცენტრის მენეჯერი თემურ ცამციშვილი ამგვარად პასუხობს: „ცენტრი ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ისინი შრომის ბაზარზე უფრო მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანები იყვნენ, მიიღონ მეტი გამოცდილება, იპოვონ თავისი ადგილი და მარტივად შეძლონ საკუთარი უნარების განვითარება,“ - ამბობს თემურ ცამციშვილი.

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დაქვემდებარებაში არსებული სკოლები მუშაობას მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყებენ. თუმცა მანამ ცენტრი მუშაობას არ წყვეტს და 6 ივლისს, 20 საათზე, დაწესებულების წინ, ახალგაზრდებს სოფო ტოროშელიძისა და თინ ქლაბის კონცერტს სთავაზობს.

„6 ივლისის კონცერტი ახალგაზრდული ცენტრის ერთადერთი აქტივობა არ იქნება. ამიტომ, ვისაც გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა სურს, ჩვენ ყველას ველოდებით,“ - ამბობს თემურ ცამციშვილი.

„ნუ წახვალ იქ, მოდი აქ“, - ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი აქტიურ საქმიანობას ირაკლი ჩარკვიანის ამ ცნობილი ფრაზით იწყებს და ახალგაზრდებს აქვე, მათ ახლოს, წარმატებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის ალტერნატიული სივრცის არსებობაზე მიანიშნებს.


ნანახია: 2711-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი დაინტერესებული პირებისათვის აცხადებს მიღებას ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სკოლასა და საოპერატორო
კონცერტში მონაწილეობას ახალგაზრდული ცენტრის Teen club და სოფო ტოროშელიძე მიიღებენ.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ქართული ცეკვების სტუდიაში 5 წლიდან 8 წლის ჩათვლით მიიღებიან.
ქუთაისის ოპერის თეატრი სტიქიით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარების მსურველებს დარბაზს უსასყიდლოდ დაუთმობს.
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის შეთავაზება მოსწავლეებს.
ღონისძიება, რომელზეც ბიბლიოთეკისათვის თანხების შეგროვება მოხდება, ახალგაზრდულ ცენტრში 16 დეკემბერს გაიმართება.

ამინდი