იმერეთის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები გრძელდება
თარიღი : 5-07-2014, 15:02 | კატეგორია: ახალი ამბები

გოჩა ინგოროყვას კლინიკის მიერ დაგეგმილი აქციით ამჯერად თერჯოლის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა ისარგებლეს. 250 - მა ადგილობრივმა 13 სხვადასხვა პროფილის ექიმისგან უფასო სამედიცინო მომსახურება მიიღო. სოციალურად დაუცველ პაციენტებს კი საჩურად მედიკამენტებიც გადაეცათ. ერთწლიანი პროექტის ფარგლებში, მსგავსი ტიპის ღონისძიება საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილის ინიციატივიით, აქცია იმერეთის რეგიონიდან დაიწყო. მომდევნო დღეებში ანალოგიურ სამედიცინო მომსახურებას ბაღდათისა და ვანის მცხოვრებლებიც მიიღებენ. პროექტის მიზანი საქართველოს რეგიონებში დაავადებების პრევენციისა და დროული დიაგნოსტიკის ხელშეწყობაა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში უფასო სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესი იმერეთის ვიცე - გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა მოინახულა.