Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის გამგებლობის კანდიდატის წერილი ციხიდან

თარიღი : 5-07-2014, 12:57 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატი ზურაბ ჯიბუხაია, რომელიც ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდებულის სტატუსით იმყოფება ხონის ამომრჩევლებს მეორე ტურში მხარდასაჭერად ციხიდან წერილით მიმართავს.
ჯიბუხაიას თქმით, მისი სიმართლის დამტკიცება და ღირსების აღდგენა არჩვენებში გამარჯვებაზე გადის.

"ჩემო ხონელებო, მინდა მადლობა გითხრათ არჩევნების პირველ ტურში გაწეული მხარდაჭერისთვის და მოგმართოთ: სამწუხაროდ არ მეძლევა საშუალება უშუალოდ შეგხვდეთ და სამომავლო გეგმები გაგაცნოთ. მოგეხსენებთ, თქვენი თანადგომითა და მხარდაჭერით კვლავ მეძლევა საშუალება არჩევნების მეორე ტურში მივიღო მონაწილეობა, როგორც ერთ–ერთმა თქვენმა რჩვეულმა გამგებლობის კანდიდატმა. გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადები და ახლა განსაკუთრებით მჭირდება თანადგომა. მესმის,რომ არჩევნებში თქვენი მხარაჭერა გმირობის ტოლფასია. ჩემთვის ცნობილია, რომ ვითომ გულშემატკივრები ავრცელბენ ხმებს ჩემი გამარჯვების შემთხვევვაში ბრალის დამძიმების შემთხვევის თაობაზე. მე ყველაზე კარგად ვიცი რა მჭირდება და რომ ჩემი თავისუფლება, სიმართლის დამტკიცება და ღირსების აღდგენა არჩვენებში გამარჯვებაზე გადის. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ თანადგომას, მხარდაჭერას ჩვენი საერთო გამარჯვების მისაღწევად."– წერს ზურაბ ჯიბუხაია ქუთაისის #2 სასჯელაღსარულების დაწესებულებიდან.
ცნობისთვის, ზურაბ ჯიბუხაია ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიმდინარე წლის თებერვლიდან იმყოფება. ყოფილ გამგებელს გამოძიება სახელმწიფო და სხვისი ქონების გაფლანგვას, სამსახურებრივ სიყალბესა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავება.


ნანახია: 2649-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჯიბუხაიას გამოძიება ხე-ტყის უკანონოდ გასხვისებას ედავება
ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია დააკავეს. ჯიბუხაია ამჟამად დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვებას აღნიშნავენ მხარდამჭერები კოალიციის ხონის ოფისის წინ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, „ნაციონალები“ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად წინასწარ
ჯიბუხაის 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრეს
დაცვის მხარე პროცესზე რამდენიმე შუმადგომლობის დაყენებას გეგმავს. კერძოდ,ბრალდებულების ადვოკატი რობიზონ ხურცილავა საქმის

ამინდი