Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა 14 ივლისს გაიმართება

თარიღი : 5-07-2014, 12:49 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალი, მეხუთე მოწვევის საკრებულო 14 ივლისს შეიკრიბება. პირველ სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ.
ქუთაისის საკრებულო ხუთპარტიული იქნება. საკანონმდებლო ორგანოში უმრავლეობას მმართველი გუნდი 18 დეპუტატით წარმოადგენს, "ნაციონალურ მოძრაობას" კი მხოლოდ 4 დეპუტატი ყავს. რაც შეეხება დანარჩენ სამ პარტიას, არჩევნების შედეგების მიხედვით ქუთაისის საკრებულოში თითო დეპუტატის გაყვანა შეძლო "ლეიბორისტულმა პარტიამ", "პატრიოტებმა" და "ბურჯანაძე –ერთიანმა ოპოზიციამ".
უკვე კეთდება ვარაუდები იმის შესახებ თუ ვინ დაიკავებს საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის პოსტს. დაუდასტურებელი იფორმაციით, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი იქნება, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით მოხვდა, მოადგილედ კი ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით ნატო ქათამაძე მოიაზრება, რომელიც მმართველი გუნდის გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატია.
თავად დეპუატატები ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ამბობენ, მხოლოდ იმას, რომ მოვლენების განვითარებას დაელოდებიან.


ნანახია: 1845-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ახალი, მეხუთე მოწვევის საკრებულო 14 ივლისს შეიკრიბება
პოსტზე ნატო ქათამაძე და დავით დვალი განიხილება
საკრებულოში წინა მოწვევის დეპუტატებიც მოხვდნენ
ახალი მოწვევის საკრებულო ერთ თვეში შეიკრიბება.

ამინდი