Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ აქცია ქუთაისელმა ებრაელმა შემოსავლის წყაროდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი? [photo]

თარიღი : 4-07-2014, 15:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიუპორტის 3 ნომერში მცხოვრები არონ თავდიდიშვილისთვის ბოლო რამდენიმე წელია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული ფართი (80კვ.მ)
შემოსავლის ერთადერთი წყაროა. თავდიდიშვილი, ნიუპორტის # 3–ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ნაწილს, მცირე ბიზნესმენებზე პროცენტული სარგებლის მიღების მიზნით აქირავებს. თავდიდიშვილი, რომელიც მის საკუთრებაში არსებული შენობისთვის კულტურული ღირებულების შესახებ ინფორმირებულია, ბიზნესსაქმიანობას კანონდარღვევით ახორციელებს, რადგან, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში კომერციული მიზნით საქმიანობა კანონით დასჯადია.


თავდიდიშვილის "მრავალპროფილური" ბიზნესი

ნიუპორტის # 3–ში თავდიდიშვილის საკუთრებაში არსებულ შენობაში ავტოლომბარდი ბოლო სამი წელია ფუნქციონირებს. ავტოლომბარდის გარდა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობის ფართით ადვოკატი და კერძო იპოთეკარიც სარგებლობენ, რომლებიც მსურველებს შესაბამის სერვისს სარეკლამო ბანერის საშუალებით სთავაზობენ. ავტოლომბარდის მეპატრონე ლაშა გიორგიძე ამბობს, რომ მან ბიზნესსაქმიანობის კანონდარღვევით განხორციელების შესახებ არ იცოდა, ადვოკატი ნანა სოხაძე კი ამბობს, რომ ფაქტის შესახებ იცის, თუმცა, 2012 წლიდან იგი შენობაში აღარ იმყოფება და ამჟამად ქალაქის სხვა ტერიტორიაზე არსებული ფართის ნაწილით სარგებლობს.
"მეც დავინახე ჩემი ნომერი რომ იყო გაკრული ვიტრინაზე, მაგრამ მე ფიზიკურად აღარ ვარ მანდ. არ არის პრობლემა, უთხარით და ჩამოხსნიან",–ამბობს ნანა სოხაძე.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შესახებ კანონი კი მსგავსი სტატუსის მქონე შენობის ფასადზე სარეკლამო ბანერების განთავსებასაც კრძალავს.

ბიზნესი ნებართვის გარეშე

თავდიდიშვილი თავის "მრავალპრფილიან" ბიზნესს, ნიუპორტის # 3–ში მდებარე შენობის უკანა ნაწილში არსებული ამორტიზებული საცხოვრებელი სახლიდან მართავს. ადგილობრივები მის სახელს ფართების გამქირავებელთან აიგივებენ და ამბობენ, რომ ებრაელი ბიზნესმენი დიდი ხანია ფართებს კომერციული მიზნით აქირავებს.
თავდიდიშვილის ბიზნესი დაუდასტურებელი ინფორმაციით დაახლოებით 10 წლისაა. თავად მესაკუთრეს დეტალებზე საუბარი არ სურს და ამბობს, რომ ერთადერთი დოკუმენტი რაც გააჩნია, საჯარო რეესტრის ამონაწერია.
საკუთრების რეგისტრაციის შესახებ ამონაწერში კი არონ თავდიდიშვილის სახელზე ნიუპორტის 3– ში არსებული შენობა # 2 (62.91 კვ.მ) და შენობა # 4 –დახმარე ნაგებობა (17.16კვ.მ) 2012 წლის 7 თებერვალს არის რეგისტრირებული, თუმცა, თავდიდიშვილი ადასტურებს, რომ ფართი გაცილებით ადრე შეიძინა, მაგრამ იყენებდა თუ არა მას კომერციული მიზნით,ამაზე არ საუბრობს.
"აღარ მახსოვს ახლა როდის რა იყო. მთავარია, რომ კანონის სრული დაცვით მქონდა ყველაფერი გაკეთებული. ბოლო ორი წელია რაც ვაქირავებ, მაგრამ რა შავდება ამით? მერე რა რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია? ჩემი საკუთრებაა და რასაც მინდა იმას გავაკეთებ? –ამბობს არონ თავდიდიშვილი.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურში, რომლისთვისაც თავდიდიშვილს კომერციული საქმიანობის ნებართვის ასაღებად უნდა მიემართა, ებრაელი ბიზნესმენის სახელზე 1999 წლიდან 2008 წლის ჩათვლით სანებართვო ჩანაწერი არ აღმოჩნდა. სამსახურის უფროსი ანდრო მარჯანიშვილი განმარტავს, რომ თავდიდიშვილს ნებართვა შესაძლოა საერთოდ არც ეთხოვა.
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კერძო საკუთრებაში კომერციული საქმიანობის განხორციელების შესახებ ნებართვებს აღარავინ ითხოვდა. შესაბამისად არც გამოვრიცხავ, რომ მას არც კი მოემართა ჩვენი სამსახურისთვის",–ამბობს ანდრო მარჯანიშვილი.
თავდიდიშვილის არალეგალური ბიზნესის შესახებ ინფორმირებული არიან ქუთაისის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის განყოფილებაშიც. განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არათუ ადგილობრივ დონეზე, არამედ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოშიც იციან.
"რამდენადაც ვიცი დაახლოებით 2005–2006 წლიდან არის აღნიშნულ შენობაში ლომბარდი, მაგრამ ადგილობრივ თვითმმართველობას არც ბერკეტები და არც სახსრები არ გააჩნია მსგავს შემთხვევებზე რეაგირებისთვის. ერთადერთი რაც შეგვიძლია არის ის, რომ ფაქტის შესახებ ვაცნობოთ ეროვნულ სააგენტოს, თუმცა, ვიცი, რომ ამის შესახებ თბილისში ინფორმირებული ადრეც იყვნენ, მაგრამ ფაქტია, რომ არავის რეაგირება არ მოუხდენია",–ამბობს ირაკლი ცხვედიანი.

"მრავალპროფილიანი" ბიზნესის მეპატრონეს კი, რომლისთვისაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დაბრკოლებას არ წარმოადგენს, ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებით ახალი გეგმები აქვს. თავდიდიშვილი ღიად ამბობს რომ ფართის აუთვისებელი ნაწილის გარემონტებას მისი გაქირავების მიზნით აპირებს.



როგორ აქცია ქუთაისელმა ებრაელმა შემოსავლის წყაროდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი? [photo]


ნანახია: 3345-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძეგლების განმეორებითი აღწერის შემდეგ გამორიცხული არ არის რამდენიმე ათეულმა ობიექტმა ძეგლის სტატუსი დაკარგოს.
ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით 217 ობიექტია დარეგისტრირებული.
ქუთაისში, ტაბიძის ნომერ 2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს.
2009 წლის აღრიცხვის დროს ქალაქში რამდენიმე ათეული სახლი სიაში არასწორად ჩაისვა. სიის ხელოვნურად გაბერვა
ამის შესახებ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პაატა
ამჯერად კომპანია ღია აივნის ე.წ. არკის მიერთებას აპირებს

ამინდი