ქუთაისის თოჯინების თეატრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
თარიღი : 7-09-2013, 19:21 | კატეგორია: საზოგადოება, კულტურა

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. დასს ლევან გაბრიჭიძე დღეს, ქუთაისის ვიცე–მერმა ნიკო კაჭკაშიშვილმა წარუდგინა. გაბრიჭიძე თეატრში რეორგანიზაციას გეგმავს და ამბობს, რომ დაწესებულებაში ძველ მსახიობებსაც დააბრუნებს.
“მუშაობას დასთან ერთად დავიწყებ დღესვე, თუმცა სეზონი ალბათ ოქტომრის ბოლოს გაიხსნება. ვგეგმავ ძველი მსახიობების თეატრში დაბრუნებასაც, რადგან ისინი პროფესიონალი კადრები იყვნენ,”– ამბობს გაბრიჭიძე.
ცნობისთვის, დღემდე ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრს ია იაშვილი ხელმძღვანელობდა.