Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საბჭოთა ფილმი, რომლის მთავარ გმირსაც ხრუშჩოვმა ‘გაჩეჩილი ქალბატონი’ უწოდა

თარიღი : 3-07-2014, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა, სხვადასხვა   
topnews.com.ge
დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოზარდებმა კინომცოდნეებთან ერთად კანის საერთაშორისო ფესტივალის პალმის რტოს მფლობელი და ფესტივალის ერთადერთი გამარჯვებული საბჭოთა ფილმი „მიფრინავენ წეროები“ ნახეს.
სათავგადასავლო-რომანტიული ჟანრის ფილმის დრამატული სიუჟეტი ერთნაირად ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მაყურებლებისთვის. ფილმის მთავარი გმირის ვერონიკას თამამი და წინააღმდეგობრივი პერსონაჟი ფილმის დასაწყისიდან ბოლო ეპიზოდამდე ფილმის მიმართ კონკრეტულ განწყობას ქმნის, რომელიც ხშირ შემთხვევაში რადიკალურად პოზიტიური ან პირიქით -ნეგატიურია.
როგორც ფილმის წარმდგენები ამბობენ, „მიფრინავენ წეროების“ განსახვავებული აღქმა მისი მთავარი ინსტრუმენტია, რამაც ფილმის განსაკუთრებულობა განსაზღვრა.
„როცა ეს ფილმი პირველად გამოვიდა, მას რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოყვა მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლებისა და საბჭოთა ხალხის მხრიდან. როცა ხრუშჩოვმა პირველად ნახა ეს ფილმი, მთავარ პერსონაჟს ვერონიკას „გაჩეჩილი ქალბატონიც“ უწოდა. საზოგადოების ნაწილი ფილმს მისი პერსონაჟიდან გამომდინარე ამორალურს უწოდებდა, ნაწილი კი მიიჩნევდა, რომ თავგადასავლების მოყვარული და წინააღმდეგობებით სავსე ვერონიკა საინტერესო იყო როგორც ინდივიდი. სწორედ ვერონიკას მკვეთრად გამოხატულმა ხასიათმა განაპირობა ფილმის წარმატება, რაც თავის მხრივ უდიდესი რეჟისორის მიხეილ კალატოზიშვილის დამსახურებაა “,-ამბობს კინომატოგრაფიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი და ფილმის წარმდგენი თეკლა ლომთაძე.
პალმის რტოს მფლობელი ერთადერთი საბჭოთა ფილმის ჩვენება უკვე მეოთხედ შედგა.


ნანახია: 2224-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დოკუმენტური ფილმი რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის გადაღება მაშინ დაიწყო, როცა მწერალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
ქუთაისში ფილმის პრეზენტაცია 13 დეკემბერს, 16:00 საათზე შედგება.
21 ოქტომბერს, 15:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმის- 'სხვისი
ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, 13
ფილმის ჩვენების ჩაშლაში მონაწილეობას უარყოფს თავად დეპუტატი.
დოკუმენტური ფილმი სიმღერის 'სულიკო'-ს ისტორიასა და მისი ავტორის შესახებ მოგვითხრობს.

ამინდი