Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულის სოფელ გურნის მკვიდრებს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა

თარიღი : 3-07-2014, 12:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნაში მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი იმერეთის ვიცე - გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა მოინახულა. ამ დრომდე სოფელს საერთო მრიცხველი ჰქონდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს დახარჯულ ელექტროენერგიაზე მეტის გადახდა უწევდათ. მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას „ენერგო პრო ჯორჯია“ ახორციელებს.
როგორც „ენერგო პრო ჯორჯია“ - ს ადმინისტრაციაში აცხადებენ, გამრიცხველიანების შედეგად სოფელში ელექტროენერგიის მიწოდებაც გაუმჯობესდება. ამ ეტაპზე ინდივიდუალური მრიცხველით 270 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები სოფელ გურნის მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. როგორც გაირკვა, ადგილობრივებს ყველაზე მეტად წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პრობლემა აწუხებთ. ვიცე-გუბერნატორი მათ არსებული პრობლემების ეტაპობრივად გადაწყვეტას დაპირდა.


ნანახია: 1340-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ვიცე-გუბერნატორის თქმით, სამხარეო ადმინისტრაციაში პირველი პირების როტაცია ნორმალური პროცესია.
რაიონში ბუნებრივი აირის შეყვანის პროცესი ხონის სოფელ გოჩა ჯიხაიშიდან დაიწყო. აღნიშნულ სოფელში დღეს იმერეთის გუბერნატორი ზაზა
ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ მოსახლეობასაც შეხვდნენ.
როგორც იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოფელ მუხურას მიმართულებით საავტომობილო გზის

ამინდი