Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნახევარჯერ მშიერი ვარ, რადგან ჩემი პენსიით შვილსა და შვილიშვილს ვკვებავ"

თარიღი : 2-07-2014, 18:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მცხოვრები თინა ხაზარაძე სახელმწიფოსგან სოციალური შემწეობის მიღებას 4 წელია ელოდება.
ხაზარაძის თქმით, 2010 წელს ოჯახს სოციალური შემწეობა გაზრდილი სარეიტინგო ქულის გამო შეუწყვიტეს. მას შემდეგ კი ხაზარაძეები დახმარების შეწყვეტის მიზეზების გარკვევას ცდილობენ.
„ოჯახში სამი წევრი ვართ. ჩემი შვილი და 15 წლის შვილიშვილი. სახლი თავზე გვენგრევა. რას მერჩოდნენ, რატომ მომიხსნეს დახმარება? ჩემი პენსიაა ჩვენი ერთადერთი მარჩენალი. ხშირად პურით მეზობლებიც გვეხმარებიან. იმის გამო, რომ ჩემი პენსიით შვილსა და შვილიშვილს ვყიდულობ საჭმელს, მე მშიერი ვრჩები,“ - ამბობს თინა ხაზარაძე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ფილიალში აცხადებენ, რომ ოჯახს მათთვის რაიმე სახის პრეტენზიით არ მიუმართავს. ფილიალის უფროსი არჩილ მუკბანიანი განმარტავს, რომ ოჯახმა სააგენტოს განცხადებით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც სოციალური აგენტები ხაზარაძეებს გადაამოწმებენ და სარეიტინგო ქულის საფუძველზე მისთვის სოციალური შემწეობის მიღება-არმიღების საკითხი გადაწყდება.
ცნობისთვის, ფულადი დახმარების დანიშვნის უფლებას მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული ყველა ის ოჯახი მოიპოვებს, რომლის სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აღემატება. ერთსულიანი ოჯახის შემთხვევაში დახმარება 60 ლარით, ხოლო ორი და მეტსულიანი ოჯახის შემთხვევაში შემწეობა ოჯახის უხუცეს წევრზე 60 ლარით, ხოლო დანარჩენ წევრებზე 48 ლარით განისაზღვრება.


ნანახია: 2139-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღსანიშნავია, რომ ეს დადგენილება 2018 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.
თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება თითქმის 7 თვეა გრძელდება, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული შედეგი და არ
იმის გამო, რომ საკვების შეძენას ვერ ახერხებს, შვილები სოფელში, ახლობელთან გაუშვა, თავად კი შეჩერებული შემწეობის აღსადგენად
სოციალურად დაუცველი ოჯახის მეზობლები ამბობენ, რომ გოგსაძეების ოჯახის მსგავსად მუნიციპალიტეტში არავის უჭირს.

ამინდი