ქუთაისის 2015–2016 წლების ბიუჯეტი ენჯეო სექტორის რეკომენდაციებით დაიგეგმება
თარიღი : 2-07-2014, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის 2015–2016 წლების ბიუჯეტის დაგეგმარებაში ქალაქის მოსახლეობის აქტიური ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. შესაბამისი რეკომენდაციები ენჯეო სექტორმა მოსახლეობის ნაწილთან ერთად უკვე შეიმუშავა. საბიუჯეტო პრიორიტეტები არასამთავრობოებმა მოსახლეობაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად შეარჩიეს.
რომელი სფეროა ყველაზე პრობლემური ქუთაისში და რა მთავარი საკითხები უნდა გაითვალისწინოს აღმასრულებელმა 2015–2016 წლის ქუთაისის ბიუჯეტის დაგეგმარებისას? –ამ მიმართულებით ჩატარებული გამოკთხვის შედგები, გამოკითხვის ავტორებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში წარმოადგინეს.
„სულ 960 რესპონდენტი გამოვკითხეთ და გამოიკვეთა, რომ მთავარი პრობლემა მოსახლეობისთვის არის ამორტიზებული საკანალიზაციო ქსელი. ასევე არის სხვადასხვა სახის საკითხები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, თუმცა, მთავარი აქცენტი მაინც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კეთდება“,–ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიბერალური დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელი უშანგი ცინცაძე.
„ძალიან მნიშვნელოვანია,რომ მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორი იყოს აქტიურად ჩართული საკუთარი ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმარებაში და იმ მთავარი პრიორიტეტების გამოკვეთაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. პროექტი ორწლიანია და შესაბამისად ჩვენ ერთად განვსაზღვრავთ რა უნდა იყოს მნიშვნელოვანი 2015–2016 წლების ქუთაისის ბიუჯეტში“,–ამბობს პროექტის დირექტორი მერაბ მეშველიანი.
პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.