ქუთაისის ოპერის თეატრის ახალი მმართველი თეატრში არსებულ პრობლემებსა და გეგმებზე
თარიღი : 1-07-2014, 16:34 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

ქუთაისის ბალანჩივაძეების ოპერისა და ბალეტის თეატრის ახლადდანიშნულმა მმართველმა თორნიკე მარჯანიშვილმა ჟურნალისტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მარჯანიშვილმა თეატრში არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, რადიკალურ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს და თეატრის საქმიანობაში მხოლოდ შემოქმედებითი კუთხით ჩაერევა.
„ჩემთვის მოულოდნელი იყო ამ თანამდებობაზე დანიშვნა. სულ სხვა რელსებზე ვიყავი. აქ ბევრს ვიცნობ, მაგრამ ეს საქმე მაინც სხვაა, რადგან ოპერაში სხვა სიტუაციაა. ჩემი ძირითადი მუშაობა პროექტების დამუშავებას და ფინანსების მოძიებას შეეხება. გარდა ამიდა, დაწყებული მაქვს მუშაობა სქემაზე, სადაც თიტოეული თანამშრომლის უფლება-მოვალეობები გაიწერება. ჩვენ შეთანხმებით უნდა ვიმოქმედოთ. ოპერის თეატრი დღეს ქუთაისისათვის ძალიან საჭიროა. ერთი კვირაა რაც შევუდექი მოვალეობის შესრულებას. ამ ხნის გამავლობაში უკვე გავეცანი თეატრში არსებულ ვითარებას. არის პრობლემებიც, თუმცა, მასშტაბურ ცვლილებებს არ ვგეგმავ. ვაპირებ თეატრის საქმიანობაში მხოლოდ შემოქმედებითი კუთხით ჩავერიო“,-განაცხადა მარჯანიშვილმა.
ახალმა მმართველმა თეატრში არსებულ ფინანსურ პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თეატრს ფინანასური მხარდაჭერა სჭირდება.