Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიისა და საინფორმაციო სააგენტო topnews-ის ერთობლივი პროექტის მონაწილეთა დაჯილდოვება

თარიღი : 1-07-2014, 15:55 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის და საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge- ს სამთვიანი ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „გავაცნოთ წარმატებული სპორტსმენები ქალაქს“ დასრულდა. დღეს ქუთაისის მერიაში პროექტის მონაწილეთა საზეიმო დაჯილდოვება გაიმართა.
ქუთაისის ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვანო ბუხაიძემ აღნიშნულ პროექტში ჩართულ ვეტერან, მოქმედ და ახალგაზრდა სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მინდა მადლობა გადავუხადო საინფორმაციო სააგენტოს ამ ინიციატივისთვის. პროექტის ფარგლებში ბევრი წარმატებული ადამიანი გაიცნო ფართო საზოგადოებამ“--განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა.
„ჩვენი სამსახურის და საინფორმაციო სააგენტო topnews -ის ერთობლივი პროექტი დასრულდა წარმატებულად. დიდი მადლობა ამ იდეის ავტორებს და პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს, რადგან მათ ძალიან ბევრი სამუშაო ჩაატარეს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისთვის“,-განაცხადა ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ვანო ბუხაიძემ.
პროექტი შეაფასეს თავად სპორტსმენებმაც. მათი თქმით, topnews -ის საშუალებით ისინი ფართო საზოგადოებამ გაიცნო.
„ძალიან საინტერესო პროექტი იყო და რაც მთავარია ბევრმა ადამიანმა გაგვიცნო. ზოგადად კი მნიშვნელოვანია თავად იდეა, რომელიც ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურება",-ამბობს ნიკოლოზ ჭანტურაია.
„ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრი ნიჭიერი და წარმატებული სპორტსმენია, რომლებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობდა. ჩვენი პროექტი კი სწორედ მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას ემსახურებოდა. ამასთანავე, პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის მეტი გააქტიურება ქალაქის წარმატებული სპორტსმენების მხარდასაჭერად. პროექტის ფარგლებში, კვირაში ორ წარმატებულ სპორტსმენთან მზადდებოდა ინტერვიუები. ვფიქრობთ, პროექტის მიზანი მიღწეულია, რადგან ჩვენი ქალაქის წარმატებულ სპორტსმენებს ახლა უკვე საქართველოს მასშტაბით იცნობენ“,-ამბობს საინფრომაციო სააგენტო topnews.com.ge -ს დამფუძნებელი ირაკლი ვაჩიბერაძე.
პროექტი სამი თვის განმავლობაში, ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა.


ნანახია: 1912-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის ფარგლებში მოხდება წარმატებული სპორტსმენების სპორტული ცხოვრებისა და მათი განვლილი გზის აღწერა. ასევე, პროექტი
ქეთი კირიაკიდი ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტის მიმართ ახალგაზრდების ნაკლებად დაინტერესებას მათ ინდიფერენტულობაში ხედავს.
გუგა კიბორძალიძე 7 წელია ძიუდოთი არის დაკავებული. პარალელურად სამბოშიც ვარჯიშობს. სპორტულ ცხოვრებაში მაგალითი მამისგან აიღო,
ლაშა ბოჭორიშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობის მეორე კურსზე სწავლობს. ცდილობს აქტიურად
თავად აქტიური ახლაგაზრდა ქუთაისელ ახალგაზრდებს სიზანტეს უწუნებს და ახალგაზრდული პრობლემების მთავარ მიზეზს მათ ნაკლებაქტიურობაში
ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის ვანო ბუხაიძის თქმით, 4500 ლარის ღირებულების სპორტული

ამინდი