Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხარჯზე საფინანსო ორგანიზაცია ფართოვდება

თარიღი : 1-07-2014, 13:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისში, წერეთლის 2 ნომერში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტი“, რომელსაც შენობის ორი განყოფილება უკვე უკავია კვლავ ფართოვდება. ამჯერად, კომპანიამ შენობის ღია აივანი ე.წ. "არკა" დამცავი ბადით შემოღობა და ადგილობრივების თქმით მის ამოშენებას აპირებს.
ფაქტი დღეს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ოგანიზაციამ გააპროტესტა.
„არ შეიძლება ყველა კვადრატული მეტრი იყიდებოდეს. მალე ქალაქში აღარაფერი დარჩება გასაყიდი. არანორმალურია, რომ ყველაფერი ბიზნესად ვაქციოთ. მოვუწოდებ ახალ საკრებულოს დაინტერესდეს ამ საკითხით“,-აცხადებს გოგი წულაია.
ფაქტს არ ადასტურებენ თავად კომპანიაში. კომპანიის მენეჯერის თქმით,მშენებლობაზე უფლების მქონე პირი ფართს კომერციული მიზნით იერთებს თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ფართის ნაწილში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "სმარტიც" განთავსდეს.
წერეთლის 2 ნომერში მდებარე შენობა, სადაც რამდენიმე მარკეტი, ტანსაცმელების მაღაზია, ლომბარდი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.


ნანახია: 1922-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ტაბიძის ნომერ 2-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟი მიმდინარეობს.
ადგილობრივები მის სახელს ფართების გამქირავებელთან აიგივებენ
ძეგლების განმეორებითი აღწერის შემდეგ გამორიცხული არ არის რამდენიმე ათეულმა ობიექტმა ძეგლის სტატუსი დაკარგოს.

ამინდი