Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა მოიტყუა ეკა ბესელიამ პარლამენტში?

თარიღი : 7-09-2013, 16:06 | კატეგორია: სტატიები   
topnews.com.ge
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მოვალეთა რეესტრში დღეს ნახევარი მილიონი მოქალაქეა დარეგისტრირებული. როგორც ბესელიამ განმარტა, წინა ხელისუფლებამ მდგომარეობა თვითდინებაზე მიუშვა, რის გამოც, მისი თქმით, ასი ათასობით ადამიანი გამოსახლებულია ან გამოსახლების პირას იმყოფება ხოლო მათი ქონება ყადაღადადებულია ან აღსრულების პროცესშია.
ფაქტ-მეტრი, რომელიც პოლიტიკოსთა განცხადებების ფაქტობრივ სიზუსტეს ამოწმებს, ეკა ბესელიას განცხადების სიმართლესთან შესაბამისობით დაინტერესდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროში აცხადებენ, რომ შეძულებელია ზუსტად განისაზღვროს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობა.
„მოვალეთა რეესტრში მოვალე რეგისტრირდება მის მიმართ წარმოებაში არსებულ საქმეთა რაოდენობის შესაბამისა. რეესტრში 12 აგვისტოს მონაცემებით რეგისტრირებული მოვალეების რიცხვი [ფიზიკური და იურიდიული პირი ერთად] 92 933-ს შეადგენს. ასევე, 2013 წლის აგვისტოს დასაწყისისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში მიმდინარე საქმეთა რაოდენობა უტოლდებოდა 102 322 სააღსრულებო წარმოებას, საიდანაც გამოსახლების კატეგორიის საქმეთა რაოდენობამ მხოლოდ 288 ერთეული [დაახლოებით 0.28%] შეადგინა. 2011 წლიდან დღემდე კი აღსრულდა 282 გამოსახლების კატეგორიის სააღსრულებო წარმოება, - ნათქვამია ფაქტ-მეტრის გვერდზე განთავსებულ მასალაში.
ეკა ბესელიას მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადების გადამოწმების შედეგად მომზადებულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებულია 92 933 ფიზიკური და იურიდიული პირი და არა ნახევარი მილიონი მოქალაქე.
„ასევე, ცალსახად მცდარია პარლამენტარის განცხადების მეორე ნაწილიც. აღსრულების პროცესში იმყოფება ყველა ის პირი (ფიზიკური და იურიდიული), რომელიც დარეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოწოდებული წერილის თანახმად, შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რამდენი მოქალაქის ქონება არის ყადაღადადებული, რადგან აღსრულების ეროვნული ბიურო მათ აღრიცხვას არ აწარმოებ,“- ნათქვამია დასკვნაში.
რაც შეეხება დეპუტატის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის გამოსახლების პირას მყოფ ადამიანებზე საუბრობს, ფაქტ-მეტრის დასკვნის მიხედვით, თეორიულად მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირებული ყველა მოქალაქე შესაძლოა იყოს გამოსახლების პირას, რადგან თეორიულად არსებობს იმის შანსი, რომ მოვალე მასზე დაკისრებული თანხის გადახდას ვერ უზრუნველყოფს.
„შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ეკა ბესელიას განცხადება: „წინა ხელისუფლებამ მდგომარეობა მიუშვა თვითდინებაზე და დღეს მივიღეთ, რომ მოვალეთა რეესტრში ნახევარი მილიონი ჩვენი მოქალაქე არის დარეგისტრირებული და ასი ათასობით ადამიანი ან გამოსახლებულია ან გამოსახლების პირას, ყადაღადადებულია ან აღსრულების პროცესშია“, არის ტყუილი“.


ნანახია: 2806-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა ისევ იზრდება. დღეისათვის რეესტრში თითქმის 94 ათასი ჩანაწერია, ხოლო წლის დასაწყისიდან
კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობამ 2015 წელს
საქართველოში შვილის აყვანის 3262 მსურველია რეგისტრირებული, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი კი, 161-ს აქვს.
ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს პროექტზე, რომლითაც გადახდისუუნარო ფიზიკური პირები ისარგებლებენ.
თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების
ოჯახის წევრთა თქმით, მათ 3 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ და წასასვლელი არსად აქვთ.

ამინდი