Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერია რეორგანიზაციის მორიგი ტალღის მოლოდინში-რას გეგმავს შოთა მურღულია?

თარიღი : 1-07-2014, 10:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში ქალაქის ახლადარჩეული მერის შოთა მურღულიას მუშაობის დაწყებიდან რეორგანიზაციის მორიგ ტალღას ელოდებიან.
თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობა უკვე განისაზღვრა. შესაბამისად, ცვლილებების შემდეგ, ქუთაისის მერიაში დასაქმებული დაახლოებით 800-მდე ადამიანიდან სამსახურს 300-350 ადამიანი შეინარჩუნებს. რადგან თვითმმართველობის კოდექსით, ყოველ ხუთას ამომრჩეველზე ერთი საჯარო მოხელე მოდის ქუთაისში კი დაახლოებით 160 000 ამომრჩეველს ითვლიან.
როგორც topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, მერიაში ამ დროისათვის არსებული 18 სამსახურიდან რეორგანიზაციის შემდეგ, მუშაობას 9 სამსახური განაგრძობს, დანარჩენი სამსხურები კი გაერთიანდება.
ქალაქის მერიაში უკვე მუშაობენ რეორგანიზაციის გეგმაზე. გეგმის განხორციელება შოთა მურღულიას შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყება. მურღულიას უფასო შვებულების ვადა 5 ივლისს უმთავრდება. მერს სამსხურში 7 ივლისს ელოდებიან.
ცნობისთვის, გასსული წლის ზაფხულში ქუთაისის ყოფილი მერის დიმიტრი კოპალიანის მიერ რეორგანიზაციის ფარგლებში მერიიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას ამ უკანაკსნელთა პროტესტი და სასამართლო განხილვები მოჰყვა.


ნანახია: 2430-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეორგანიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ ადგილებზე მერიაში კონკურსი უკვე გამოცხადდა.
ამ დროისთვის ქალაქის მერიაში დასაქმებული 278 ადამიანი რჩება.
კობა გაბიანმა, რომელიც სამსახურიდან ქალაქის მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლდა, სამუშაო ადგილი სასამართლოს
ამსახურის ფუნქციები შესაბამის ააიპებს გადაეცა.
ქუთაისის მერიაში შესაძლოა თანამშრომელთა შემცირების ახალი ეტაპი დაიწყოს.
ქალაქის საკრებულოს წევრები ეჭვობენ, რომ რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ იმ თანამშრომლებს გაათავისუფლებენ, რომლებიც ყოფილი