ქუთაისის ახლადარჩეული მერი კაბინეტს 7 ივლისს დაიკავებს
თარიღი : 30-06-2014, 13:05 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის პირველი არჩეული მერი შოთა მურღულია მერის კაბინეტს 7 ივლისს დაიკავებს. მურღულიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ აღებული უხელფასო შვებულების ვადა ხვალ ეწურება, რის შემდეგაც მას მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება. 7 ივლისს კი მურღულია ქალაქის მერის კაბინეტს მერის სტატუსით დაიკავებს.
როგორც მერიის საკადრო განყოფილებაში ამბობენ, მერის პოსტზე კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 11 დღეში ინიშნება. ცესკომ კი არჩევნების პირველი ტურის შედეგები 25 ივნისს გამოაცხადა.
რაც შეეხება მერის მოვალოების ამჟამინდელ შემსრულებელს ნოდარ მიქიაშვილს, იგი მოვალოებას 7 ივლისამდე შეასრულებს, რის შემდეგაც კვლავ ვიცე–მერის პოსტს დაუბრუნდება.
შოთა მურღულია 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებული კანდიდატია. იგი ქუთაისის მერის მოვალეობას არჩევნებამდე რამდენიმე თვე ასრულებდა.