თერჯოლაში გაზიფიცირების შედეგად დაზიანებული გზების შეკეთება ოთხთვიანი დაგვიანებით დაიწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების შედეგად დაზიანებული გზების სარებილიტაციო სამუშაოები დაიწყო. „სოკარ ჯორჯია გაზი - იმერეთს“ გაზიფიცირება და მილების გაყვანის შედეგად დაზიანებული გზების შეკეთება ჯერ კიდევ თებერვალში უნდა დაესრულებინა, თუმცა, გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოების დაწყება ცოტა ხნის დღის წინ მოხერხდა. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ამორტიზებული გზების აღდგენის პროცესი თვის ბოლომდე დასრულება.
თერჯოლის სამ სოფელში – კვახჭირში, ბარდუბანსა და ჭოგნარში გზებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა „სოკარ ჯორჯია გაზი - იმერეთის“ დირექტორ დავით ჯაიანთან ერთად დაათვალიერა.