საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიის წინ
თარიღი : 7-09-2013, 14:16 | კატეგორია: საზოგადოება

ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ , ქუთაისელმა გარემოვაჭრეებმა საპროტესტო-გამაფრთხილეებლი აქცია გამართეს. გარემოვაჭრეებმა დახმარება, ქუთაისი მერიის მოვალეობის შემსრულებელს სთხოვეს და განუცხადეს, რომ მათ არ აქვთ თანხა იმისა ბაზარში შევიდნენ და ე.წ დახლის გადასახადი გადაიხადონ. მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ გარემოვაჭრეებს უფლება მისცა სასკოლო ბაზრობის დასრულებამდე „უნივერმაღის“ გვერდით მდებარე ტერიტორიაზე ივაჭრონ, შემდეგ კი რომელიმე შეთავაზებულ ობიექტში უნდა გადავიდნენ.