ხონის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შეწყვეტამდე ინცინდენტი მოხდა
თარიღი : 29-06-2014, 20:33 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები

ხონის სოფელ ძეძილეთში არსებულ საარჩევნო უბანზე ამ დროისათვის ხმების დათვლა მიმდინარეობს, თუმცა უბნის დახურვამდე ადგილზე მცირე ინცინდენტი მოხდა.
ხონის #55 საოლქო კომისიის #22 უბანი სოფელ ძეძილეთის სკოლის შენობაშია განთავსებული. "ნაციონალების" დეპუტატები აკაკი ბობოხიძე და გია თევდორაძე აღნიშნული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მანქანებით შემოვიდნენ და სკოლის ეზოში გაჩერდნენ, რასაც იქვე მყოფ "ქართული ოცნების" მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც დეპუტატებმა სკოლის ტერიტორია დატოვეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დღეს სოფელ ძეძილეთის საარჩევნო უბნის გარდა, კიდევ 13 უბანზე მიმდინარეობდა.