Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო იურიდიული კონსულტაცია თქვეთვის საინტერესო საკითხებზე (კითხვა-პასუხი)

თარიღი : 29-06-2014, 11:37 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
1.კითხვა: როდიდან იწყება თვითმმართველი ქალაქის/თემის ახალარჩეული მერის/გამგებლის უფლებამოსილება?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: თვითმმართველი ქალაქის/თემის ახალარჩეული მერის/გამგებლის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის/გამგებლის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს.

2.კითხვა: როდის მოიწვევა და ვის მიერახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.

3. კითხვა: რა ვადაში ინიშნება მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტური?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცესკო შესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 3 დღის ვადაში, თუ ოქმი არ გასაჩივრდა, ხოლო ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში − სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში, სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით. არჩევნების მეორე ტური ტარდება ცესკოს მიერ მისი დანიშვნის შესახებ განკარგულების მიღებიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა.

4. კითხვა: ვინ მონაწილეობს და ჩაითვლება გამარჯვებულებად მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურში?

პასუხი: მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მონაწილეობს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
თუ არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთ-ერთ ან ორივე კანდიდატს გაუუქმდა რეგისტრაცია, ან კანდიდატი გარდაიცვალა, 2 თვის თავზე ტარდება ხელახალი არჩევნები. არჩევნების თარიღს ნიშნავს ცესკო ზემოაღნიშნული ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში.

5. კითხვა: გთხოვთ, გაგვიმარტოთ, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა, რა ვადაში ტარდება შუალედური არჩევნები?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ: თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. შუალედური არჩევნები ტარდება უახლოეს მაისში ან ოქტომბერში, იმ პირობით, რომ შესაბამისი თვის ბოლომდე 60 დღე მაინც არის დარჩენილი. შუალედური არჩევნები არ ტარდება, თუ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი.

იურიდიული კონსულტაცია
მისამართი: ქუთაისი, კოსტავას ქუჩა N11
ტელ. 0(431)241192
ელ.ფოსტა: Kutaisi@gyla.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი

ან მოგვწერეთ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com


ნანახია: 1996-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ცნობილია, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები 50%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება და მეორე ტური მაშინ ინიშნება, თუკი
თუკი არჩევნების მეორე ტურში კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მერის არჩევნების მეორე ტური პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა ტარდება და მას ცესკო
რა პასუხისმგებლობას იწვევს სააგიტაციო მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა? კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ
ხარაგაულის გამგებლის პოზიციის დასაკავებლად 'ქართული ოცნების' კანდიდატი ნიკო თოფურიძე არჩევნების მეორე ტურში იბრძოლებს.

ამინდი