იტვირთება

ქალი, რომელსაც ქმართან და შვილებთან ერთად ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

ქალი, რომელსაც ქმართან და შვილებთან ერთად ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ნა­პოვ­ნი ერთ-ერთი ცხე­და­რი ზაზა მეს­ხის მე­უღ­ლეს, ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა­ი­ას ეკუთ­ვნის. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მეს­ხის ყო­ფი­ლი ცოლი ავ­რცე­ლებს.

"პირ­ვე­ლი სი­ახ­ლე გვაქვს და არ არის კარ­გი. ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ვი­ყა­ვით და და­ვად­გი­ნეთ, რომ ალი­ნა 3 აგ­ვის­ტოს გარ­დაც­ვლი­ლა შო­ვის სტი­ქი­ა­ში. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მისი სული. და­ნარ­ჩენ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, ზაზა მეს­ხზე და ჩვენს შვი­ლებ­ზე ჯერ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი“, - წერს ზაზა მეს­ხის ყო­ფი­ლი ცოლი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზაზა მეს­ხი შოვ­ში, ერთ-ერთ კო­ტე­ჯში და­სას­ვე­ნებ­ლად მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. 3 აგ­ვის­ტოს ისი­ნი შო­ვის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ვიდ­ნენ, რის შემ­დე­გაც მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

ცნო­ბის­თვის, 3 აგ­ვის­ტოს რა­ჭა­ში, შოვ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. იმ ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც სას­ტუმ­რო "სან­სეთ შოვი" და კო­ტე­ჯე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშ­ვე­ლებ­მა სტი­ქი­ის ად­გილ­ზე 12 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები