‘რეპეტიტორების ინსტიტუტი კარგად ორგანიზებული კორუფციული სისტემაა'
თარიღი : 27-06-2014, 12:36 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალი და არჩევანის“ თავმჯდომარემ ლია გვენეტაძემ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლებში განათლების სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა უკუშედეგი გამოიღო.
ლია გვენეტაძე ქვეყანაში განათლების დონის შესუსტებას სკოლებში არსებულ სწავლების გაუმართავ სისტემას უკავშირებს და ამბობს, რომ მოსწავლეები სკოლებში სრულყოფილ განათლებას ვერ იღებენ.
„სულ მალე ჩვენ საერთოდ აღარ გვეყოლება კვალიფიციური კადრები. ცოდნის მინიმალური დონით გამოდიან ბავშვები სკოლებიდან და რეპეტიტორებთან გადამზადების გარეშე გამოცდებსაც ვერ აბარებენ. ისინი კი, ვის მშობლებსაც ამის სახსრები არ აქვს, ფაქტიურად განათლების გარეშე რჩებიან, რაც თავის მხრივ იმ უფლების დარღვევაა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს სრულყოფილი განათლება“,–ამბობს ლია გვენეტაძე.
ლია გვენეტაძე მიიჩნევს, რომ რეპეტიტორების ინსტიტუტი საქართველოში კორუფციის წყაროა, რადგან, მშობლები ხშირად იძულებული ხდებიან შვილები სკოლაში სწავლის პერიოდშიც მოამზადონ, იმისთვის, რომ მოსწავლემ წლის ბოლოს მაღალი ქულები მიიღოს. გვენეტაძე ასევე აცხადებს, რომ სკოლებს საჯარო სკოლის სტატუსი უნდა მოეხსნას, რადგან ეს ამერიკული მოდელია, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლები ელემენტარული განათლების დონის მსურველებისთვის არის განკუთვნილი.