მუხნარის დასახლებაში წყლის მაგისტრალი იცვლება

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორმა მიხეილ თათარაძემ, მუხნარის ტერიტორიაზე მიმდინარე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის თხოვნით, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ „რიონჰესის“ ტერიტორიაზე სამუშაოები 2 კვირის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში ოთხკილომეტრიანი ცენტრალური მაგისტრალი შეიცვლება. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მუხნარის ტერიტორიული ორგანოს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს ორ თვეში დასრულდება.
მუხნარის დასახლების 350 ოჯახი წლებია ტექნიკურ წყალს მოიხმარს.