თერჯოლაში რეაბილიტირებული კულტურის სახლი გაიხსნა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული კულტურის სახლი გაიხსნა. კულტურის სახლის გახსნა საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. კონცერტზე ადგილობრივმა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა ტრადიციული სამუსიკო და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ღონსიძიების მეორე ნაწილში კი თერჯოლის სახალხო თეატრმა „ბაკულას ღორები“ წარმოადგინა.
თერჯოლელებს ცენტრის გახსნა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა მიულოცა. მისი თქმით, კულტურის სფეროს განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ობიექტების რეაბილიტაციას ყველა რაიონში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.
ამ დრომდე თერჯოლის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს შენობა არ გააჩნდა. მსახიობებს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრებს კი ნორმალურ პირობებში რეპეტიიცის გავლის საშუალება არ ჰქონდათ.
თერჯოლის კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდმა 150 000 ლარით დააფინანსა.