Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აქცია პარლამენტთან ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

თარიღი : 26-06-2014, 15:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, სხვადასხვა   
topnews.com.ge
„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა“ ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით პარლამენტში 60 ათასიანი ხელმოწერა შეიტანა.
ქსელმა ხელმოწერების პარლამენტის თავმჯდომარისთვის გადაცემა სიმბოლურად ნარკომანიასთან და ნარკოტიკის უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაამთხვია.
ნარკოტიკის მოხმარების დეკრინიმალიზაციის მოთხოვნით დღესვე ქსელის ორგანიზებით პარლანეტის შენობის წინ აქცია გაიმართა.
„დღვანდელ აქციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები. დღვანდელი აქცია მიმართულია ქვეყნის არასწორი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში ებრძვიან არა ნარკოტიკს, არამედ ადამიანებს, რაც არასწორია. პრაქტიკამ აჩვენა, რომ სანქციები, დაპატიმრებები და სხვა სახის რეპრესიები არ უზრუნველყოფს ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულთა პრობლემის აღმოფხვრას, ამიტომ, სახელმწიფო ვალდებულია პრობლემას მიუდგეს კომპლექსურად. ააშენოს სარეაბილიტაციო ცენტრები და დაეხმაროს ადამიანებს განკურნებაში“,-ამბობს „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წევრი კონსტანტინე რუხაძე.
„დღევანდელი დღე არის ერთგვარი შეჯამება ჩვენს მიერ განხორციელებული აქტივობების. ხელმოწერებს შევიტანთ პარლამენტში და მოვითხოვთ ცვლილებას კანონმდებლობაში. სახელწიფო უნდა მიხვდეს, რომ აგრესიული პოლიტიკა ნარკოდამოკიდებულთა მიმართ ყოველთვის უკუშედეგს იძლევა“,-ამბობს „ფენიქს 2007-ის“ კოორდინატორი ენრი მამინაშვილი.
აქციას ათამდე ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენელი შეუერთდა.


ნანახია: 2039-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არსამთავრობო ორგანიზაციები 100 ათას ხელმოწერას აგროვებენ
აქციის მონაწილეები მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანების დაპატიმრების შეწყვეტას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ბექა წიქარიშვილს, რომელსაც მარიხუანას მოხმარებისათვის ასამართლებენ.
ნარკოლოგიური შემოწმებისას გეგი ლ-ს ოპიუმის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
ქუთაისში, პარლამენტის წინ,"პატიმართა და მათი ოჯახების დახმარების ფონდი"იმ პირთა ამინისტიას ითხოვს, რომლებიც 262-ე მუხლით, პირადი
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დღეს ორი აქცია გაიმართა.

ამინდი