Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

თარიღი : 26-06-2014, 09:22 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.
ქუთაისში საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ზეკო ხაჩიძის თქმით, გამოცდები ქუთაისში პროცედურული დარღვევების გარეეშე მიმდინარეობს.
"ეროვნული გამოცდები 2014 ყველგან როგორც წესი დილის 8 საათზე დაიწყო. საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტები პროცედურული დარღვევების გარეშე მივიღეთ. მეორე ნაკადს დღის 14:00 საათზე მივიღებთ,"- აცხადებს ზეკო ხაჩიძე.

ცნობისთვის ქუთაისში სულ სამი საგამოცდო ცენტრი # 1, # 41 -ე და მე-17 სკოლებში იმუშავებს.
საგამოცდო ცენტრებთან დილიდან მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები.

შეგახსენებთ, რომ წელს გამოცდას 36 000-მდე აბიტურიენტი აბარებს. აბიტურიენტებს პირველი გამოცდის ჩაბარება ქართული ენასა და ლიტერატურაში, 26-27 ივნისს მოუწევთ.

მეორე გამოცდა 30 ივნისსა და 1 ივლისს ზოგად უნარებშია ჩანიშნული. მესამე უცხოური ენის გამოცდაა, 2-3 ივლისს ინგლისური ენის, 4 ივლისს კი რუსული, გერმანული და ფრანგული ენების გამოცდები ჩატარდება. რაც შეეხება დანარჩენ საგნებს, მათი ჩაბარება აბიტურიენტებს შემდეგი გრაფიკის მიხედვით მოუწევთ: 8 ივლისი - ლიტერატურა; 9 ივლისი - გეოგრაფია; 10 ივლისი - ისტორია; 11 ივლისი - მათემატიკა; 14 ივლისი - ქიმია; 14 ივლისი - სტუდენტთა საგრანტო კონკურსი; 15 ივლისი - ბიოლოგია; 16 - ფიზიკა; 16 ივლისი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. სულ საქართველოს მასშტაბით 19 საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს. ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტებს რამდენიმე სიახლეს სთავაზობს. გარდა აბიტურიენტებისა, გამოცდებს პედაგოგები და სტუდენტებიც აბარებენ. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაცია 20 000-მდე აპლიკანტმა, სტუდენტთა საგრანტო კონკურისთვის 4 500-მდე სტუდენტმა, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის - 12 000-მდე აპლიკანტმა გაიარა.


ნანახია: 1979-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის სამ საგამოცდო ცენტრში 5 000 აპლიკანტია რეგისტრირებული.
საგამოცდო ცენტრში აცხადებენ, რომ გამოცდები ქუთაისში პროცედურული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს და რეგისტრაცია სამივე საგამოცდო
სულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 200-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
1-ელ, 41 -ე და მე-17 სკოლებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ამინდი