იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოსახლეობამ აქცია გამართა
თარიღი : 24-06-2014, 20:13 | კატეგორია: ახალი ამბები

იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა ქუთაისელებმა პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხების გაცემა და გამოსახლების პროცესის შეჩერება მოითხოვეს.
"ჩვენი მოთხოვნა არ შეცვლილა და აღსრულებების შეჩერებაა. მანამ არ გავჩერდებით, ვიდრე ხელისუფლება ყველა იმ დანაპირებს არ შეასრულებს, რასაც 2012 წლის არჩევნებამდე იპოთეკური სესხით დაზარალებულებს გვპირდებოდა. თუ გამოსახლება არ შეჩერდება ქვეყანაში დევნილების მესამე ტალღას მიიღებენ,“ - ამბობს აქციის მონაწილე დარეჯან სულაქველიძე.