Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩამოხსნან და ჩამოვხსნით' - პოლიტიკური პარტიების ქუთაისური შეჯიბრი [photo]

თარიღი : 24-06-2014, 16:45 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თითქმის 10 დღის წინ დასრულდა, თუმცა, ქუთაისი ისევ წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში ცხოვრობს. არჩევნებში მონაწილე სუბიექტები ქალაქში გაკრული საარჩევნო ბანერებისა და პლაკატების ჩამოხსნას ჯერჯერობით არ ჩქარობენ, მიუხედავად იმისა, რომ პალკატების ნაწილი უკვე რიგითი გამვლელების მიერ ჩამოხეულია და ქალაქში ანტისანიტარიას ქმნის. ქალაქის მასშტაბით განსაკუთრებით ჭარბობს გამარჯვებული კანდიდატის შოთა მურღულიას და "ქართული ოცნების" ასევე გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატების სააგიტაციო მასალები. მართალია საარჩევნო კანონმდებლობით უკვე ყოფილ კანდიდატებს ჯერ კიდევ აქვთ ვადა სააგიტაციო მასალების ჩამოხსნისთვის, თუმცა, არჩევნებში დამარცხების გამო განაწყენებული პოლიტიკური პარტიები პლაკატების ჩამოხსნის "მაგალითს" მმართველი გუნდის მხრიდან ელიან და ვალდებულების შესრულებას მას შემდეგ აპირებენ, რაც პროცესს "ქართული ოცნება" დაიწყებს.
"ჩამოხსნან და ჩამოვხსნით. ჯერ "ოცნებამ' გვაჩვენოს მაგალითი" –ამბობენ საარჩევნო ბარიერს მიღმა დარჩენილ პარტიაში.
მმართველ გუნდში კი ადასტურებენ, რომ პლაკატების ჩამოხსნა ჯერ არც 'ქართულ ოცნებას" დაუწყია.
"თვის ბოლომდე არის ვადა და ეს ყველა კანდიდატმა იცის. გაფრთხილებულია ყველა ამის შესახებ. ვადების დაცვით თუ არ ჩამოხსნიან დავაჯარიმებთ",–ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი.
არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს სააგიტაციო მასალების ჩამოხსნისთვის ვადა 30 ივნისამდე აქვთ.


'ჩამოხსნან და ჩამოვხსნით' - პოლიტიკური პარტიების ქუთაისური შეჯიბრი [photo]



'ჩამოხსნან და ჩამოვხსნით' - პოლიტიკური პარტიების ქუთაისური შეჯიბრი [photo]



'ჩამოხსნან და ჩამოვხსნით' - პოლიტიკური პარტიების ქუთაისური შეჯიბრი [photo]



'ჩამოხსნან და ჩამოვხსნით' - პოლიტიკური პარტიების ქუთაისური შეჯიბრი [photo]



'ჩამოხსნან და ჩამოვხსნით' - პოლიტიკური პარტიების ქუთაისური შეჯიბრი [photo]



'ჩამოხსნან და ჩამოვხსნით' - პოლიტიკური პარტიების ქუთაისური შეჯიბრი [photo]


ნანახია: 3011-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პლატფორმა 'ახალი საქართველო'-ს წარმომადგენლები მათი კანიდატის სააგიტაციო მასალაზე მმართველი გუნდის წარმომაგენელთა პლაკატების
როდის გაიწმინდება ქუთაისში ელექტრო ბოძებზე, შენობებსა და ფასადებზე გაკრული პლაკატებისგან ეს უცნობია.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობამ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის მიერ აღმოჩენილი დარღვევები შეაჯამა.
15 ივნისის ადგილობრიივ თვითმმართველობის არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია. ქუთაისის #59-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქში

ამინდი