Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პარლამენტში ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინებისათვის ხაშურელი არასრულწლოვანი დააკავეს

თარიღი : 7-09-2013, 10:08 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურდა. ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინებისათვის კი სამართალდამცავებმა ხაშურში მცხოვრები არასრულწლოვანი პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს, 20:40 წუთზე 112-ში შეტყობინება შევიდა, რომ პარლამენტის შენობაში ბომბი იყო. ადგილზე სამართალდამცავები გამოცხადდნენ, რის შემდეგაც შენობიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო.
როგორც იმერეთის მთავარ სამხარეო სამმართველოში აცხადებენ, ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა შეტყობინების შესვლიდან ნახევარ საათში დადგენილი იყო. მისი დაკავება კი დღეს, 05:00 საათზე მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით საქმე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების მუხლით არის აღძრული, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


ნანახია: 2435-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამართალდამცავებმა პარლამენტში ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი დააკავეს.
საკანონმდებლო ორგანოში ბომბის შესახებ შეტყობინების შესვლის შემდეგ, ტერიტორიაზე პოლიცია მივიდა. ადგილზე ელოდებიან გამნაღმველებსაც.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ პლკენარული სესიის დასრულებისას განაცხადა, „პარლამენტში ცხადდება განგაში იმის თაობაზე, რომ ბომბია.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში კვლავ ევაკუაცია გამოცხადდა.
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან მყოფი იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოშიმშილე მოქალაქეები აცხადებენ, რომ პარლამენტში ბომბის
პარლამენტის ქუთაისის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ სატელეფონო ზარი ცრუ აღმოჩნდა.

ამინდი