ქუთაისში ახალი ექსპერიმენტალური მიკროსაავტობუსო ხაზი გაიხსნა

საფიჩხია -ავტოქარხანა -ამ სვლაგეზით ქუთაისში ექსპერიმენტალური ხაზი გაიხსნა. 16 ნომერ მიკროსაავტობუსო ხაზზე გამოცხადებულ ტენდერში შპს „სამგზავრო 2007-მა“ გაიმარჯვა. როგორც ტრანსპროტის სამსახურში ამბობენ,გარკვეული პერიოდი ხაზი ექსპერიმენტალურად ითვლება და გადაწყვეტილება ხაზის ხანგრძლივი ვადით ფუნქციონირების შესახებ მისი რენტაბელობის მიხედვით მიიღება.
# 16 მიკროავტობუსი რამდენიმე წლის წინაც ფუნქციონირებდა. ამიერიდან კი მიკროავტობუსები უმნიშვნელოდ შეცვლილი სვლაგეზით, ავტოქარხნიდან საფიჩხიამდე, წითელი ხიდის, აღმაშენებლის გამზირის, შარტავას ქუჩის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გავლით იმოძრავებს. ხაზზე ამ ეტაპზე 4 მიკროავტობუსი მუშაობს.