Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 'ნაციონალური მოძრაობის' სარჩელი არ დააკმაყოფილა

თარიღი : 23-06-2014, 16:15 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, სამართალი, არჩევნები   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი ქუთაისის 11 უბნის შედეგბის გახსნის და ბიულეტინების განმეორებით დათვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. უარის მიზეზად სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებები დაასახელა.
საჩივრის ავტორი გია უკლება სასამრთლოს გადაწყვეტილებას არ ეთანმხმება, თუმცა, ჯერ არ იცის გაასაჩივრებს თუ არა.
"განვიხილავთ გუნდში და საღამომდე გადავწყვეტთ გავასაჩივრებთ თუ არა,–განაცხდა უკლებამ.
პროცესზე ქუთაისის 59–ე საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრის განხილვაზე მოსარჩელე მხარემ დამატებით ორი შუამდგომლობა დააყენა.
"ნაციონალებმა" პროცესზე 3 უბნის (29–ე, 69– და 79–ე) შედეგების ბათილად ცნობის საკითხის განხილვის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. მოსარჩელე მხარის განცახდებით აღნიშნულ უბნებზე არსებულ 4 ოქმში ბალანსი არ დაჯდა.
მეორე შუამდგომლობა კი საქმეში მესამე მხარის სტატუსით მონაწილე "არასაპარალამენტო ოპოზიაციამ" დააყენა. მესამე მხარე ქუთაისის 44–ე და 99–ე უბნების ბათილად ცნობას ითხოვდა.
შუამდგომობას მოპასუხე მხარე გასაჩივრების ვადის ამოწურვის მოტივით არ დაეთანხმა და სასამართლოს შუამდგომლობის არმიღებისკენ მოუწოდა. სასმართლომ მოსარჩელე მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.


ნანახია: 2409-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უარის მიზეზად მოთხოვნის დაუსაბუთებულობა დასახელდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო
საჩივრის ავტორი ბათილი ბიულეტინების განსაკუთრებით დიდ რაოდენობაზე საუბრობდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ქალაქის მერიის პრესსამსახურის თეონა ჭეიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ჭეიშვილი სასამართლოსგან,
უკლებასა და როხვაძეს შორის დაპირისპირება დერეფანშიც გაგრძელდა

ამინდი