Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უარი ბათილი ბიულეტინების განმეორებით დათვლაზე

თარიღი : 23-06-2014, 11:17 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, სამართალი, არჩევნები   
topnews.com.ge
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" საჩივარი ქუთაისის საარჩევნო უბნებზე ბათილი ბიულეტინების განმეორებით დათვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. უარის მიზეზად სასამართლომ უბნების შედეგების გახსნის დასაბუთებული საფუძვლის არარსებობა დაასახელა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ სარჩელის ავტორები. "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმომადგენელი ქუთაისში გოგი წულაია დარწმუნებულია, რომ ბათილ ბიულეტინებს შორის მრავლადაა ის ბიულეტინებიც, რომლებზეც ბათილობის საფუძველი არ არსებობს და რომლებზეც ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიციაა" შემოხაზული. წულაია აცხადებს, რომ მათი სარჩელი სასამართლომ მმართველი გუნდის კარნახით არ დააკმაყოფილა, რადგან, ხელისუფლება ბლოკში შემავალ პარტია "თავისუფალ საქართველოს" ქუთაისში მიზანმიმართულად ბლოკავს.


ნანახია: 2379-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საჩივრის ავტორი ბათილი ბიულეტინების განსაკუთრებით დიდ რაოდენობაზე საუბრობდა
'ნაციონალებმა' ჯერ არ იციან გაასაჩივრებენ თუ არა გადაწყვეტილებას
წულაია გუშინ საპატრულო ეკიპაჟთან სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს
'თვალწინ მიდგას „ნაციონალებით“ და „ოცნებით“ დაკომპლექტებული საკრებულო'

ამინდი