ქუთაისის ნაგავსაყრელი მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცა
თარიღი : 7-09-2013, 00:07 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისში მდებარე ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 7 სექტემბერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულია, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქუთაისის ნაგავსაყრელს მოინახულებენ და პირველად საექსპლუატაციო სამუშაოებს დაათვალიერებენ. აქვე გახდება ცნობილი, თუ რა სამუშაოებია დაგეგმილი 2013 წელს აღნიშნული ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად.
როგორც რეგიონულ სამინისტროში განმარტავენ, ქუთაისის ნაგავსაყრელი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაგავსაყრელია საქართველოში. მისი მოწესრიგება წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა, რის გამოც იგი ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა. აღნიშნული ნაგავსაყრელის მოწესრიგება მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.