ქუთაისში 'ნაციონალურმა მოძრაობამ' 11 უბნის ბიულეტენის გადათვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
თარიღი : 21-06-2014, 18:23 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისში “ნაციონალურმა მოძრაობამ” 11 უბნის ბიულეტენის გადათვლის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი უკლებამ განაცხადა, მათი ვარაუდით ქალაქის მასშტაბით 11 უბანზე ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა. უკლებას თქმით, თუ გადათვლის შედეგად დამტკიცდა, რომ აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებისა და ხელმწორების რაოდენებობა ერთმანეთს არ დაემთხვევა ისინი უბნების ბათილად ცნობას მოითხოვენ.
“ჩვენ მივმართეთ საოლქოს, რომ მომხდარიყო აღნიშნულ უბნებზე ხმების გადათვლა, მაგრამ საოლქომ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის მიგვემართა, რადგან მათი ჩარევითY მოხდეს აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენების გადათვლა და თუ აღმოჩნდება ისე, რომ ბიულეტენების რაოდენობა ხელმოწერებზე მეტი იქნება, მაშინ აღნიშნული უბნების ბათილად ცნობა უნდა მოხდეს”, - განაცხადა გიორგი უკლებამ.