Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის ეკლესიიდან წლების წინ დაკარგული ისტორიული ხატი იპოვეს

თარიღი : 21-06-2014, 13:36 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაკარგულად მიჩნეული მე-14 საუკუნით დათარიღებული წმინდა გიორგი ხატი აღმოაჩინეს. აღნიშნული ხატი ხონის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრიდან 1923 წელს კომუნისტების მიერ განხორციელებული დარბევის დროს დაიკარგა.
როგორც მუზეუმში აცხადებენ, ხატის უნიკალურობას მასზე დატანილი წარწერა განაპირობებს, სადაც ნათქვამია, რომ ხატი უძლეველ მეფე გიორგის ეძღვნება. გიორგი ბრწყინვალის სახელი კი ოქრომჭედლობის ერთადერთ ნიმუშშია ნახსენები და ეს ნიმუში აღმოჩენილი ხატია. წმინდა გიორგის ხატი ვერცხლითაა შესრულებული და ოქროთია დაფერილი, მასზე დატანილი ძვირფასი ქვებიდან დღეს მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი.
„ეს არის ისტორიული სალოცავი, ისტორიული ტაძარი და ხატიც ისტორიული იყო. ეს ხატი 1923 წელს განადგურდა და არ ვიცოდით, რომ ქუთაისის მუზეუმში ინახებოდა. კარგი იქნება თუ ეს ხატი აღდგენილი სალოცავს დაუბრუნდება,“ - ამბობს ხონის წმინდა გიორგი სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა დამონე.


ნანახია: 3611-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მურღულიამ და დვალმა აღნიშნულ ტაძარს ღვთისმშობლის სახელობის ხატი შესწირეს.
ხატი ცნობილია იმით, რომ გადმოცემის თანახმად მასზე დალოცეს თამარ მეფე მეფედ კურთხევის ცერემონიალზე.
„ტორპედოს“ ფეხბურთელებმა და პერსონალმა ბაგრატის ტაძარს წმინდა გიორგის ხატი შესწირეს.
საფეხბურთო გუნდის წევრები კვირის წირვასაც დაესწრნენ, რომელიც მამა ზინობმა აღავლინა.
წირვაში, რომელიც პატრიარქმა აღავლინა, მონაწილეობა მიიღო ლიტვის მთავარეპისკოპოსმა ინოკენტიმ. პატრიარქმა დიდი სიხარული გამოთქვა,
დღესვე, ხარაგაულში 12 მაისთან დაკავშირებით ჩამოსული სტუმრების პატივსაცემად, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება

ამინდი