შინაგან საქმეთა მინისტრს ხვალ იმერეთში ელოდებიან
თარიღი : 19-06-2014, 22:01 | კატეგორია: ახალი ამბები

შს მინისტრი იმერეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სახაზო განყოფილების ახალ შენობას გახსნის.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალის 120-კილომეტრიან მონაკვეთზე, ასევე ქალაქ საჩხერესა და ქალაქ ჭიათურაში საპატრულო პოლიციის მომსახურება დღემდე არ ვრცელდებოდა.
ახალი სახაზო განყოფილების საპატრულო ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე დაიწყებენ პატრულირებას.
ასევე გაიხსნება ახალი საგუშაგო სოფელ ჯოყოეთთან, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში იმორიგევებს.
საპატრულო პოლიციის შენობის გახსნის შემდეგ, მინისტრი საჩხერეში ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურს დაათვალიერებს. განახლებული ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი საჩხერეში 1 თვის წინ გაიხსნა.
აღნიშნული სამსახური ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის ე.წ. ბიონარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების დადგენას უახლესი ნარკოტესტებით ახორციელებს.