Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ მოხვდა ქუთაისის საკრებულოს 25 კაციან სიაში?

თარიღი : 17-06-2014, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით უკვე ცნობილია იმ დეპუტატების ვინაობა, რომლებიც ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოში შევლენ. საკრებულოს უმრავლესობაში არჩვენებში გამარჯვებული კოალიცია "ქართული ოცნება" იქნება, რომელმაც ქალაქის ყველა სამაჟორიტარო ოლქში მოიგო. შესაბამისად, საკრებულოს 25 კაციანი სია ასე გამოყურება:
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატები:
მურმან გუბელაძე, ბექა ყანჩელი, ნატო ქათამაძე, ზაზა ლომინაძე, თეიმურაზ ნადირაძე, ნიკოლოზ ლატარია, ლელა ქელბაქიანი, კახაბერ დვალიშვილი, ირმა პეტრიაშვილი და ლაშა გვენეტაძე.
რაც შეეხება კოალიციის პროპორციულ სიას, როგორც კოალიციის ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსი კოტე ლომიძე ვარაუდობს, მიღებული ხმების რაოდენობის გათვალისწინებით საკრებულოში პროპორციული სიით 7 ან 8 დეპუტატი მოხვდება.
"მინიმუმ 7 დეპუტატი გვეყოლება, მაქსიმუმ 8. დაველოდოთ საბოლოო შედეგებს",–ამბობს ლომიძე.
"ქართული ოცნების" პროპორციული სია კი ასეთია:
გალაკტიონ ტოროშელიძე, ნატო ქათამაძე, დათო დვალი, თეიმურაზ კიკვაძე, გრიგოლ ქობალიანი, კახაბერ დვალიშვილი, ტარიელ მეტონიძე და ვიქტორ დოლიძე.
რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პარტია ქუთაისის საკრებულოში მხოლოდ პროპორციული სიით შევა. როგორც პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევდორაძე ამბობს, ნაციონალებს ქუთაისის საკრებულოში მინიმუმ 4 მანდატი ექნება.
"ნაციონალების" პორპორციული სიის პირველი ხუთეული ასეთია:
დავით გოგისვანიძე, ბესიკ ბრეგაძე, გია უკლება, ამირან ძოწენიძე და ნოე კუხიანიძე.
რაც შეეხება მესამე ადგილზე გასულ ბლოკს, "ბურჯანაძე –ერთიანი ოპოზიცია" სავარაუდოდ 2 დეპუტატით გავა. როგორც პროპორციული სიის პირველი ნომერი დავით წიტაიშვილი ამბობს, მასთან ერთად საკრებულოში შესაძლოა ვახტანგ გაბუნია მოხვდეს.
ბოლო ორ ადგილზე გასული "ლეიბორისტები" და "პატრიოტები" კი ქუთაისის ახალი მოწვევის საკრბულოში მხოლოდ ერთი დეპუტატის შეყვანას შეძლებენ. "ლეიბორისტების" წარმომადგენელი საკრებულოში სამსონ გუგავა იქნება, "პატრიოტებს" კი დავით ჯანაშია წარმოადგენს.
როგორც ქუთაისის # 59–ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, სიების საბოლოო ვერსია მას შემდეგ იქნება ცნობილი, რაც ცესკო საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს,


ნანახია: 3622-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კომისიები ოპოზიციის წარმომადგენლებითაც დაკომპლექტდა
პოსტზე ნატო ქათამაძე და დავით დვალი განიხილება
'ნაციონალებმა' ყველა სამაჟორიტარო ოლქში წააგეს
საკრებულოს პარტიები პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით დააკომპლექტებენ
'ნაციონალები' საკრებულოში თითქმის იგივე შემადგენლობით ბრუნდებიან
სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევენ

ამინდი