ქუთაისის ახალ საკრებულოში ‘ნაციონალებს’ 4 დეპუტატი ეყოლება

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქუთაისის საკრებულოში 4 დეპუტატი ეყოლება. „ნაციონალები“, რომლებმაც არჩევნები ქუთაისის ყველა ოლქში წააგეს, საკრებულოში პროპორციული სიით მოხვდებიან.
„ქუთაისში ჩვენი პარტიის შედეგებით საკრებულოში პროპორციული სიით 4 დეპუტატი შევა, ოლქებში ყველგან „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო“,–აცხადებს ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევდორაძე.
„ნაციონალებს“ ქუთაისში მიღებული ხმები საკრებულოში ფრაქციის შექმნის შესაძლებლობასაც აძლევს.