ყოფილი ვიცე-მერის სასამართლო პროცესზე მერიის ადვოკატი არ მივიდა
თარიღი : 6-09-2013, 18:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერის, ამირან ძოწენიძის სასამართლო პროცესზე მერიის წარმომადგენელი არ გამოცხადდა, რის გამოც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი ვიცე-მერის პროცესი გადაიდო.
სასამართლოში მერიამ შუამდგომლობა წარმოადგინა, რომლითაც ის პროცესის გადადებას ითხოვდა. მოსამართლემ წარმოდგენილი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ამირან ძოწენიძის საქმეზე პროცესი 13 სექტემბერს, 16:00 საათზე ჩანიშნა.
შეგახსენებთ, რომ ამირან ძოწენიძე, რომელიც თანამდებობიდან ქალაქის მერის ბრძანებით გაათავისუფლეს, გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.