Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის ოთხ რაიონში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

თარიღი : 16-06-2014, 13:31 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ცესკოს მონაცემებით, იმერეთის 11 მუნიციპალიტეტიდან 4 მუნიციპალიტეტში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ამ დროისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, ხარაგაულში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კობა ლურსმანაშვიილმა 64.93%-ით გაიმარჯვა, ხოლო „ნაციონალების“ კანდიდატმა ლაშა ნიქაცაძემ 20.14% აიღო. მესამე ადგილზე 14.94%-ით არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი როინ ხიჯაკაძე გავიდა.
თერჯოლაში 46.81% აიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თეიმურაზ ჯაფარიძემ. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათი შედეგები ასე გამოიყურება: ტარიელ ფანჩულიძე „ნაციონალური მოძაობა“ - 36.96%. მევლუდ ბრეგვაძე „ნინო ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიცია“ -14.14%, ხოლო „საქართველოს გზის“ კანდიდატმა ნიკამ მემანიშვილმა ხმების მხოლოდ 2.09 % აიღო. შესაბამისად, თერჯოლაში არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდისა და „ნაციონალების“ კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.
მეორე ტური არ გაიმართება საჩხერეში, სადაც კოალიციის გამგებლობის კანდიდატმა მალხაზ ბაზაძემ ამომრჩეველთა ხმების 83.32% მიიღო. 4.65 % შეხვდა „ნაციონალების“ კანდიდატს ნუგზარ დუშუაშვილს. ნინო ბურჯანაძის პარტიის კანდიდატმა 10.21% აიღო, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატს გელა არჩვაძეს ხმების -1.82 %.
ზესტაფონში 52.85%-ით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ტარიელ თუთარაშვილმა. 19.05% მიიღო „ნაციონალების“ კანდიდატმა გიორგი ხუტაშვილმა, 10.92% შეხვდა გიორგი ჩუბინიძეს „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციდან“, ხოლო არასაპარლამენტო ოპოზიციდან ელგუჯა კვეტენაძემ ამომრჩეველთა ხმების 11.85% მიღო.
რაც შეხება ბაღდათის მუნიციპალიტეტს, არსებული მონაცემებით, მეორე ტური აქაც გაიმართება. შედეგები კი ამგვარად გამოიყურება: ირაკლი გეგეშიძე#41-43.21%; მევლუდ კიკნაველიძე #18-39.28%; ლაშა ჩიქვინაძე #3-10.04%.
არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება ვანის რაიონში, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ხურციძემ 54.22% აიღო. 13.51% შეხვდა „ნაციონალების“ კანდიდატს ლევან მაღლაკელიძეს, ხოლო „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის“ კანდიდატს ბეჟან ხურციძეს -32.28%.
სამტრედიაში ამომრჩეველთა ხმების 58.79% აიღო კოალიციის კანდიდატმა ვალერიანე ფოცხვერიამ. 24.32% შეხვდა „ნაციონალების“ კანდიდატს გივი ღაღანიძეს, ხოლო 7.87% აიღო „ნინო ბურჯანაძე ერთაინი ოპოზიციის“ კანდიდატმა მამუკა მხეიძემ.
არჩევნების მეორე ტური გაიმართება ხონის მუნიციპალიტეტში, სადაც 46.87% აქვს კოალიციის კანდიდატს ჯემალ მებუკეს, ხოლო „ნაციონალების“ კანდიდატს ზურაბ ჯიბუხაიას, რომელიც ციხეში იმყოფება- 42.11%.
არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება ჭიათურაში. აქ გამგებლის პოსტი 56.12%-ით კოალიციის კადრმა სულხან მახათაძემ დაიკავა. 22.74% აიღო „ნაციონალების“ კანდიდატმა გოგი ჩიკვილაძემ.
არჩევნების მეორე ტური გაიმართება ტყიბულში. აქ შედეგები ასე გადანაწილდა: თენგიზ ჭიქაბერიძე #3-33.82%, ლევან დოხნაძე #5-22.67; რობიზონ გვენტაძე #41 -43.51%.
არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება წყალტუბოში. აქ კოალიციის გამგებლობის კანდიდატმა კონსტანტინე მამისეიშვილმა 52.03%-ით გაიმარჯვა. 32. 07% აიღო „ნაციონალების“ კანდიდატმა ზურაბ ჯიმშელეიშვილმა.
არჩევნების მეორე ტური კანონის მიხედვით, ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ორი კვირის ვადაში იმართება.


ნანახია: 2843-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„ქართული ოცნების“ თერჯოლის, ხონისა და ტყიბულის გამგებლობის კანდიდატებმა კონკურენტი პარტიის გამგებლობის კანდიდატები დაამარცხეს.
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, წინასწარი ინფორმაციით, მეორე ტური მხოლოდ ქუთაისში ჩატარდება.
59 თვითმმართველი თემიდან 5-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, 44-ში.

ამინდი