იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის წინაამდეგ საქმე აღიძრა
თარიღი : 16-06-2014, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის ზაზა ჩუბინიძის წინაამდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმე აღიძრა. ჩუბინიძის საქმეზე სასამართლომ ძიება მისი ყოფილი კომპანიონის მიერვე შატანილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. კომპანია „ბევერლი გჯუფმა“ ჩუბინიძის წინააღმდე საჩივარი ფულის გაფლანგვის ბრალდებით შეიტანა.
საქმე ეხება 2008 წელს კომპანიაში საფინანსო სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევას, რის შედეგადაც სასამართლომ კომპანიის თანამშრომლები ირაკლი ლიპარტელიანი და თემურ ქურასბედიანი დააკავა. ზაზა ჩუბუნიძე კი, რომელიც მაშინ კომპანიის ხელმძღვანელი იყო საქმეში მოწმის სახით გავიდა, თუმცა, ქურასბედიანისა და ლიპარტელიანის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საქმეში რეალური დამნაშავე ზაზა ჩუბინიძეა, რომელიც ახლა იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებს.
დღეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე, დაკავებულების ახლობლებმა ხელისუფლებისგან საქმის მასალებით დაინტრესება და ობიექტური გამოძიება მოითხოვეს.
დღესვე ქუთაისის საქალქო სასამართლოში ლიპარტელიანისა და ქურასბედიანის საქმის არსებითი განხილვაა.