Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში დამოუკიდებლობის დღე საზეიმო კონცერტით აღინიშნა

თარიღი : 26-05-2023, 16:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა-ვეტერან მებრძოლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის თავდადებული გმირების ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი.

მოგვიანებით, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა შემოქმედებითმა ანსამბლებმა და სკოლის მოსწავლეებმა.

საზეიმო კონცერტს ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა.


ნანახია: 177-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის

ამინდი