ხონის სოფელ ძეძილეთში საარჩევნო უბანი 20-მდე პირმა დაარბია, პოლიციამ კი წინააღმდეგობა ვერ გაუწია
თარიღი : 15-06-2014, 23:11 | კატეგორია: პოლიტიკა

„როგორც სჩანს, საქართველოში აღლუმი ქუჩის ბიჭებს მიჰყავთ. „ქართული ოცნების“ ხონის გამგებლობის კანდიდატი ჯემალ მებუკე მიეჩვია იმას, რომ მისი გამარჯვებისათვის რომელიმე უბანი ან უნდა დაინგრეს ან დაირბეს. ხონიდა ასულმა 20-კაციანმა ჯგუფმა დაარბია უბანი. ჩვენ გავაფრთხილეთ პოლიცია, რომ ადგილზე გაძლიერებინა დაცვა. დარბევაზე პოლიციის პასუხი ასეთი იყო: რა ვქნათ, ჩვენც გადაგვიარესო,“ - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი ბობოხიძე.
ბობოხიძემ ხონში, ძეძილეთის თემში არსებული 22-ე სააარჩევნო უბნის დარბევის ფაქტი გაახმაურა და აღნიშნა, რომ უბნის დარბევაში ხონიდან ასული 20-მდე პირი მონაწილეობდა, რომელთაც პოლიციამ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ბობოხიძემ ისიც აღნიშნა, რომ აღნიშნულ უბანზე „ნაციონალებმა“ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვეს და ამჯერადაც იმარჯვებდნენ. საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტს ბობოხიძე იმით ხსნის, რომ ხელისუფლებას „ნაციონალების“ ხონის გამგებლობის კანდიდატ, პატიმრობაში მყოფ ზურაბ ჯიბუხაიასთან დამარცხების ეშინია.