'ნაციონალურმა მოძრაობამ' ევროკავშირის დროშებით ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა
თარიღი : 26-05-2023, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა ქალაქის მერიის წინ აქცია-პერფომანსი გამართეს. მათ 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, მხოლოდ საქართველოს დროშის გამოყენება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს დროშასთან ერთად, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ევროკავშირის დროშაც.
"ეს ქვეყანა ვერ გახდება რუსეთის გუბერნია. საქართველოს დროშებთან ერთად, დღეს ჩვენ თან გვაქვს ევროკავშირის დროშები, რადგან საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტს უნდა ევროპა,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.