Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გელოდებათ 26 მაისს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში?

თარიღი : 25-05-2023, 20:04 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
26 მაისს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობით უმასპინძლებს.

"12:00-დან 17:00-მდე გაიმართება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპეციალურად მოწყობილ მრავალფეროვან სივრცეებში სტუმრები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, მათ შორის, იმერეთის რეგიონში მდებარე ყველასათვის საყვარელი პრომეთეს მღვიმეს, სათაფლიას, თეთრა მღვიმეს შესახებ.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, უნიკალურ დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალურად იმოგზაურონ.

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება.

საზეიმო ღონისძიებები თემურ თათარაშვილის, რუსა მორჩილაძის და ჯგუფის „ოჩოს ქოხი” კონცერტით დასრულდება. ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!,"-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 198-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი