ქუთაისის 45-ე უბანზე საოლქო კომისიის თანხმობის მიუხედავად ამომრჩეველს არ უშვებენ

ქუთაისის 45-ე საარჩევნო უბანზე აჭრელებული ხელების მიზეზით უკან გაბრუნებული შალვა დევიძეს საოლქო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის მიუხედავად ხმის მიცემის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ. შალვა დევიძეს, რომელსაც ხელზე მარკირება არ დაუდასტურდა ხმის მიცემის უფლებას ითხოვს, თუმცა, კომისიის წევრები მას განუმარტავენ, რომ აჭრელებული ხელების გამო მის ხელზე მარკირების შემოწმება შეუძლებელია.
შალვა დევიძეს ხელზე მარკირების არქონა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა და „საიამაც“ დაადასტურა და საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს დევიძისთვის ხმის მიცემის უფლების რეკომენდაციით მიმართა, თუმცა კომისიის თავმჯდომარე დევიძის უბანში შესვლაზე უარს ამბობს.