Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შაშიაშვილმა პრავდის საარჩევნო უბანში მისვლაზე მოსალოდნელი დაპირისპირების გამო უარი განაცხადა

თარიღი : 15-06-2014, 18:41 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
ბლოკი „ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიციის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი თემურ შაშაიაშვილი ქუთაისში მიმდინარე საარჩევნო პროცესს კიდევ ერთი ბრიფინგით გამოეხმაურა. შაშიაშვილმა ე.წ. პრავდის დასახლებაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე არსებულ მდგომარეობაზე ისაურა. მისი თქმით, მას უბანზე შესვლის მცდელობა ჰქონდა, თუმცა, კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით ურჩიეს, რომ უბანზე არ შესულიყო.
„მითხრეს აქ სიტუაციას „ნაციონალები“ აკონტროლებენ და რომ შეხვიდე დაპირისპირება მოხდებაო და აღარ შევედი. თურმე 5 „ნაციონალი“ ყოფილა უბანზე, რომლებიც ადგილზე სიტუაციას აკონტროლებენ. როგორც მოგვიანებით გავიგე, თითოეულ მათგანს 500 ლარს უხდიან ხელფასის სახით და ყოველ 100 ამომრჩეველზე 1000 ლარს აძლევენ“,-განაცხადა შაშიაშვილმა.
შაშიაშვილმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ადგილობრივი ხელისუფლება და „ნაციონალებთან“ გარიგებაში დაადანაშაულა.


ნანახია: 1787-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შაშიაშვილმა არჩევანი ქუთაისში, 36-ე საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ #96 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
შაშიაშვილმა დარღვევები ნიკეასა და რუსთაველის ქუჩაზე აღმოაჩინა
კოპალიანის მერად დანიშვნის ერთ–ერთ ინიციატორად სწორედ შაშიაშვილი მოიაზრება.
შაშიაშვილი არჩევნების გაყალბების დიდ ალბათობაზეც საუბრობს.
შაშიაშვილმა დებატები უკვე შესთავაზა გიორგი თევდორაძეს,