ქუთაისში 43-ე საარჩევნო უბანზე გაზმა გაჟონა

ქუთაისში 43-ე საარჩევნო უბანზე გაზმა გაჟონა.
ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, რამდენიმე წუთი უბანზე საარჩევნო პროცესი შეწყვეტილი იყო. სამედიცინო დახმარების ბრიგადა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ამ დრომდე უბანზე რჩება.
როგორც topnews.com.ge-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა განუცხადა, მდგომარეობა სტაბილურია და უბანზე მყოფები საავადმყოფოში გადაყვანას არ საჭიროებენ.
„რამდენიმე ადამიანი იყო ცუდად. მოვედით, წნევა გავუსინჯეთ და წამლები დავალევინეთ. მდგომარეობა სტაბილურია და არ საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას“, - აცხადებს ექიმი.
ადგილზე კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, უბანზე ბუნებრივი აირის მიწოდება ამ დრომდე შეწყვეტილია.