'28 ნოემბერს არის ბიჭის გარდაცვალება დაფიქსირებული და 29 ნოემბერს-დაბადება,'-ქუთაისში დედა გარდაცვლილად გამოცხადებულ შვილებს ეძებს
თარიღი : 4-05-2023, 11:59 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში დედა ტყუპ ქალ-ვაჟს ეძებს.
ქეთევან ყიფიანის თქმით, შვილები 1986 წლის 24 ნოემბერს ქუთაისის მესამე სამშობიაროში შეეძინა. ისტორია სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში "ვეძებ" ქვეყნდება.
"შემეძინა ტყუპი ქალ-ვაჟი, რომლებიც დაიღუპნენო მითხრეს. არც მაჩვენეს, არც გამოგვატანეს. ფილტვები არ გაეხსნათო და ჩვენ დავასაფლავებთ ჩვენს ტერიტორიაზეო, რისთვისაც 70 მანეთი ყუთების ფულიც კი გადაახდევინეს ჩემებს. ეს ეჭვები რომ ჩემი შვილები ცოცხლები არიან, ამ ჯგუფის მერე გამიჩნდა და უკვე ათასი პროცენტით ვიცი, რომ ცოცხლები არიან და გააშვილეს.
მოკლედ საჯარო რეესტრიდან გამოვითხოვე საბუთები, საიდანაც მომივიდ პასუხი რომ ჩემი ორივე შვილი იყო გარდაცვლილი. ეჭვს იწვევდა მხოლოდ ის, რომ ორივეს სახელები ჰქონდა შეცვლილი-მეუღლე ჩემს გვარზე იყო დაფიქსირებული და ამ ორივე გარდაცვლილი ბავშვის ცნობა ერთი ნომრით იყო გაცემული. ამის შემდეგ წავედი ქუთაისში და ეხლა ქუთაისის იუსტიციიდან გამოითხოვა ჩემმა ადვოკატმა ყველა დოკუმენტი, რაც ჩემი შვილების დაბადება-გარდაცვალებას ეხებოდა. პასუხი მოვიდა-გოგოს გარდაცვალება საერთოდ არ ფიქსირდება, ჩემი მამის სახელი შეცვლილია, მეუღლე ჩემს გვარზეა და რაც მთავარია, 28 ნოემბერს არის ბიჭის გარდაცვალება დაფიქსირებული და 29 ნოემბერს-დაბადება. სიმწრის სიცილი ხომ იცით, ისეთ დღეში ვარ.
უფროს გოგოს წყლის ორი წვეთივით ჰგავდა ჩემი ტყუპები-იქნებ ვინმემ მიამსგავსოთ ვინმეს. ტესტიც გავიკეთე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ და კიდევ: ჩემს მეუღლეს ერთი ყური ჰქონდა ოდნავ განსხვავებული, ზუსტად ისეთივე აქვს ჩემს შვილიშვილსაც. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ბიჭსაც ჰქონდეს იგივენაირად, რაც უფრო გამიადვილებს პოვნას.
ყველა პერსონალი, ვინც მოვიძიე, გარდაცვლილები არიან. ერთადერთი იმედი ეს ჯგუფია მხოლოდ,"-ამბობს
ქეთევან ყიფიანი.