Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში პოპულარული 4 დაცული ტერიტორიიდან 3 იმერეთშია

თარიღი : 1-05-2023, 12:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ყველაზე პოპულარულ 4 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს 34%-ით გადააჭარბა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 4 თვის მონაცემით, საქართველოს ყველაზე პოპულარულ 4 დაცულ ტერიტორიას 48 415 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, ჯამში, 34%-ით არის გაზრდილი.

"2023 წლის 4 თვეში, სათაფლიას 94%-ით, ოკაცეს კანიონს 44%-ით, მარტვილის კანიონს 30%-ით, ხოლო პრომეთეს მღვიმეს 21%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე საგრძნობლად არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც, რომელთა შორის ჭარბობს სტუმრები პოლონეთიდან, ინდოეთიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც პოზიტიურად ისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე,"-აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.


ნანახია: 157-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის პირველ 7 თვეში დაცულ ტერიტორიებს 489 909 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ
მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, გაზრდილი შემოსავლები მოხმარდება არსებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, სერვისების

ამინდი